Sunday, May 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

      დღევანდელ დღეს ვიმუშავე შეფასების რუბრიკებზე, დავასრულე სასწავლო პროცედურები, შევავსე ინტერნეტ რესურსები და გეგმის შაბლონში მოვახდინე ჩასწორებები.

Saturday, May 14, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ვიმუშავე შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე და ამის საფუძველზე შევადგინე შეფასების მოკლე მონახაზი. განვიხილეთ შეეფასების რუბრიკები და შევქმენი ჩემი პროექტისათვის საჭირო რუბრიკები და ბოლოს გავწერე სასწავლო პროცედურების რამოდენიმე ეტაპი.

Sunday, May 8, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების ეტაპებზე- მოსწავლეთა შესაძლებლობების დიფერენცირების შესახებ. განვსაზღვრე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და დავსახე შესაბამისი პროცედურები.
ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე და განვიხილეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

Saturday, May 7, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს სასწავლო გეგმის შაბლონში შევავსე წინარე ცოდნა, დავათვალიერე და განვიხილე მოსწავლეთა ბუკლეტები. გუგლიდან გადმოვწერე სურათები , მათი ლინკები და შევავსე საავტორო უფლებები.

Sunday, April 24, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

     ტრეინინგის მეოთხე დღეს ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, საიდანაც გამოვყავი სამი სახის საკვანძო კითხვა: 1.ზოგადი კითხვა; 2. თემატური კითხვა;
3.შინაარსობლივი კითხვა და ვიმსჯელე მათ მნიშვნელობაზე. ამისთვის დავიხმარე ''ინტელის'' რესურსებში არსებული სპეციალური მასალა.

Saturday, April 23, 2016

მესამე დღის რეფლექსია

        ტრეინინგი ''პროექტებით სწავლება'' მნიშვნელოვანია ჩემითვის იმით, რომ მოსწავლეებს, მშობლებს და დირექციას შევთავაზო საინტერესო, საინფორმაციო და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი.
       ტრეინინგზე გავეცანი პროექტის მიზნებს, ავირჩიე თემა, განვსაზღვრე მიზნები და შევიმუშავე გეგმა, რომელსაც მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბოლოს დავამზადე საინფორმაციო ბუკლეტის შაბლონი.